რესპირატორული ვირუსული ინფექციები არის დაავადებების ჯგუფი, რომელიც ჰაერ-წვეთოვანი და კონტაქტური გზით ვრცელდება და რომლის გამოწვევი პათოგენური ვირუსია.
დაავადდებით თუ არა, ან როგორ გადაიტანთ რესპირატორული ინფექციას ეს ჩვენი ორგანიზმის იმუნიტეტზეა დამოკიდებული. ორგანიზმში იმუნიტეტზე პასუხისმგებელი, რა თქმა უნდა, იმუნური სისტემაა.
იმუნიტეტი ადამიანის შინაგანი დაცვაა, რომელიც ყოველ ჩვენთაგანს იცავს ინფექციური დაავადებებისგან, აგრეთვე ფსიქოლოგიური დისკომფორტისგან. რაც უფრო ძლიერია იმუნიტეტი, უფრო ნაკლებია ქრონიკული დაავადებებისა და ინფექციების განვითარების ალბათობა, მით უფრო კარგ განწყობაზე ვართ. იმუნიტეტის გაძლიერებით ბოლომდე თუ ვერ შევძლებთ ამ დაავადებების პრევენციას, აუცილებლად შევასუსტებთ მის მიმდინარეობას და იოლად გადავიტანთ.
იმუნურ სისტემის ფუნქციონირების დარღვევების დროს ზიანდება მთელი ორგანიზმი და პირიქით,იგი საკმაოდ მგრძნობიარეა სხვა ორგანოების მუშაობის დარღვევებზე. ზუსტადაც, იმუნური სისტემის მდგომარეობა განაპირობებს დაავადდება თუ არა ადამიანი, რომელიმე ინფექციასთან კონტაქტის შემდეგ, ან როგორ წარიმართება დაავადება.